“პროდინვესტი” - რძის პროდუქტების საერთაშორისო კომპანია

“პროდინვესტის” მიზანია მუდმივი ბიზნეს-კავშირების დამყარება მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან ორივე მხარის უზრუნველყოფის საშუალებით ხარისხის კონტროლით და გაყიდვების შემდგომ მხარდაჭერით, ეფექტური ლოგისტიკით და ექსპორტ-იმპორტის დოკუმენტაციით, კომერციული გამჭვირვალობით და საბაზრო კონსულტაციებით.

პროდინვესტი

რძის პროდუქტების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 1998 წლიდან, რომელიც ფოკუსირებულია ბიზნესის B2B (Business to Business) მოდელზე რძის ინგრედიენტებისთვის. ფლობს ოფისებს ექვს ქვეყანაში, ორ კონტინენტზე და “პროდინვესტი” ამარაგებს მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყნებში 15 ათას ტონაზე მეტი რძის პროდუქტით ყოველთვიურად.

პროდინვესტის გამოცდილი გუნდი ორგანიზებას უკეთებს კომპანიების მომარაგებას, რომლებიც არიან როგორც გლობალური მულტიეროვნული კომპანიები და სამთავრობო ორგანიზაციები, ასევე რეგიონული და ადგილობრივი გადამამუშავებელი საწარმოები კონკრეტული მოთხოვნებით. რძის პროდუქტების გლობალური ტოპ ოცეულის (Global Dairy Top 20) მწარმოებლებმა აირჩიეს “პროდინვესტი”, როგორც დისტრიბუციის და მიწოდების პარტნიორი, ადგილობრივ ბაზრებზე მისი ეფექტური ოპერაციების და ამ ბაზრების ცოდნის გამო.

პარტნიორების ქსელი მსოფლიოს მასშტაბით, რძის პროდუქტების ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების ცოდნა, გამრავლებული პროფესიონალურ ოპერაციებზე, საშუალებას აძლევს “პროდინვესტს”, განახორციელოს რძის პროდუქტების მიწოდება და დისტრიბუცია ყველა დონეზე: საკონტინენთშორისო, რეგიონული (აღმოსავლეთ ევროპა, დსთ-ის ქვეყნები და ა.შ.) და ადგილობრივი დონე. გეოგრაფიული მდებარეობა აღმოსავლეთ ევროპაში განსაზღვრავს “პროდინვესტის” ცოდნის ძირითად სფეროებს. “პროდინვესტი” აღიარებული ლიდერია რძის ინგრედიენტების იმპორტში მთელი მსოფლიოდან რუსეთში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში.

“პროდინვესტის” ადგილობრივი ოფისები უკრაინაში და ბელარუსიაში ახორციელებენ ხარისხის მკაცრ კონტროლს, მართავენ ექსპორტის პროცედურებს და ორგანიზაციას უწევენ ეფექტურ ლოგისტიკას საზღვარგარეთ. ეს “პროდინვესტს” აქცევს ყველაზე საიმედო პარტნიორად რძის პროდუქტების მიწოდებაში უკრაინიდან და ბელარუსიიდან აფრიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ჩვენ შესახებ

ახალი ოფისების გახსნამ და საერთაშორისო ასპარეზზე ყოფნის გაძლიერებამ, რაც განსაზღვრული იყო “პროდინვესტის” განვითარების სტრატეგიით 2012, გამოიწვია გაყიდვების მოცულობის გაზრდა 90 000 მეტრული ტონიდან 2011 წელს, 150 000 მეტრულ ტონამდე 2015 წელს და ბრუნვა 500.000.000 აშშ დოლარამდე ამავე წლის განმავლობაში. ეს სტრატეგია გულისხმობს ახალ საეტაპო მიღწევას, რომელიც არის გაყიდვების მოცულობა 200.000 ტონამდე და 1 მილიარდი აშშ დოლარის ბრუნვა წელიწადში.

გაყიდვების მოცულობის არსებითი ნაწილი დაყოფილია შემდეგ პროდუქტებს შორის: კარაქი, უწყლო რძის ცხიმი (AMF), მშრალი უცხიმო რძე (SMP), მშრალი მოუხდელი რძე ( WMP/FCMP), რძის ცილის კონცენტრატი (MPC), მშრალი შრატი, ლაქტოზა, B2B ყველი, საკვები და ვიტამინები და მინერალური დანამატები ცოცხალი საქონლისთვის.

“პროდინვესტის” მიზანია მუდმივი ბიზნეს-კავშირების დამყარება მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან ორივე მხარის უზრუნველყოფის საშუალებით ხარისხის კონტროლით და გაყიდვების შემდგომ მხარდაჭერით, ეფექტური ლოგისტიკით და ექსპორტ-იმპორტის დოკუმენტაციით, კომერციული გამჭვირვალობით და საბაზრო კონსულტაციებით.

ძლიერი ყოფნა აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე განსაზღვრავს “პროდინვესტის” ბიზნესის განვითარების ორ სტრატეგიულ მიმართულებას:

ექსპორტი აღმოსავლეთ ევროპიდან, ფოკუსირებით რძის ინგრედიენტებზე უკრაინიდან და ბელარუსიდან.

რძის ინგრედიენტების დისტრიბუცია აღმოსავლეთ ევროპაში (ევროკავშირი და ევროკავშირში არშემავალი ქვეყნები) და დსთ-ში.

ისტორია

“პროდინვესტი” არის საერთაშორისო, დინამიური განვითარების მქონე კომპანია, რომლის მიზანია მისი ოფისების ქსელის ეტაპობრივი გაფართოება რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით. დღეისათვის “პროდინვესტს” აქვს ექვსი ოფისი ორ კონტინენტზე.

1998

“პროდინვესტი” რუსეთი

  • “პროდინვესტის” უმსხვილესი ოფისი 100 თანამშრომლით
  • B2B რძის ინგრედიენტების წამყვანი მიმწოდებელი და დისტრიბუტორი რუსეთში
  • რძის პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი ახალი ზელანდიიდან, ლათინური ამერიკიდან, ევროპიდან და ბელარუსიდან.

2004

“პროდინვესტი” ბელარუსი

  • ცოცხალი საქონლისთვის საკვების და ვიტამინების და მინერალური დანამატების წამყვანი დისტრიბუტორი ბელარუსში
  • ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა შესყიდვის ოპერაციებისთვის ბელარუსიდან
  • ბელარუსიდან შესყიდვის ოპერაციების ხარისხის კონტროლი

2006

“პროდინვესტი” ყაზახეთი

  • ევროპიდან, ოკეანიიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან რძის ინგრედიენტების წამყვანი იმპორტიორი და დისტრიბუტორი ყაზახეთში
  • რძის ინგრედიენტების გაყიდვები ყაზახეთის მეზობელ ქვეყნებში (ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ა.შ.)

2009

“პროდინვესტი” საქართველო

  • კარაქის და რძის ფხვნილის წამყვანი იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში
  • ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა სატრანზიტო ოპერაციებისთვის სტრატეგიული პორტი ფოთის გავლით

2012

“პროდინვესტი” ევროპა

  • შესყიდვის ფუნქცია “პროდინვესტის” ყველა ოფისისთვის, რაც ეხება იმპორტს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროკავშირიდან, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან
  • უკრაინიდან და ბელარუსიდან მოწოდებული რძის ინგრედიენტების გაყიდვა აფრიკაში, აზიაში და ახლო აღმოსავლეთში
  • რძის ინგრედიენტების გაყიდვა და დისტრიბუცია ევროკავშირში
  • გაყიდვების და დისტრიბუციის განვითარება ახალ ფოკუს-ბაზრებზე (უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სამხრეთ ამერიკა, აზია და სხვა)

2013

“პროდინვესტი”უკრაინა

  • შესყიდვის ფუნქცია “პროდინვესტის” ყველა ოფისისთვის, რაც ეხება იმპორტს უკრაინიდან
  • ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა უკრაინიდან შესყიდვის ოპერაციებისთვის
  • უკრაინიდან შესყიდვის ოპერაციების ხარისხის კონტროლი
  • უკრაინის შიგნით რძის ინგრედიენტების გაყიდვა და დისტრიბუცია

2019

“პროდინვესტი” უზბეკეთი

  • უზბეკეთში რძის ინგრედიენტების ახლად დაარსებული იმპორტიორი და დისტრიბუტორი ევროპიდან, ოკეანის პირა ქვეყნებიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან
  • უცხიმო რძის ფხვნილი, ცხიმიანი რძის ფხვნილი, შრატის ფხვნილები, კარაქი, გაუწყლოებული რძის ცხიმი (ერბო), რძის ცილოვანი კონცენტრატები და რძის სხვა ინგრედიენტების რეალიზაცია და დისტრიბუცია უზბეკეთში