ჩვენი სიძლიერე

“პროდინვესტის” მიზანია მუდმივი ბიზნეს-კავშირების დამყარება მიმწოდებლებთან და მომხმარებლებთან ორივე მხარის უზრუნველყოფის საშუალებით ხარისხის კონტროლით და გაყიდვების შემდგომ მხარდაჭერით, ეფექტური ლოგისტიკით და ექსპორტ-იმპორტის დოკუმენტაციით, კომერციული გამჭვირვალობით და საბაზრო კონსულტაციებით.

ბაზრის
ცოდნა

“პროდინვესტის” ოფისები აგროვებენ და აანალიზებენ საბაზრო ინფორმაციის დიდ მოცულობას, რომელიც შემოდის სხვადასხვა ქვეყნების მომხმარებლებისგან და მიმწოდებლებისგან. ინფორმაციის მუდმივი ნაკადი მრავალი წყაროდან, დაწყებული გლობალური მოთამაშეებით და დამთავრებული რეგიონული და ადგილობრივი პარტნიორებით, საშუალებას აძლევს “პროდინვესტს” კარგად ესმოდეს რძის პროდუქტების ბაზრები ყველა დონეზე.

“პროდინვესტი” არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ რძის ინგრედიენტების საერთაშორისო გამყიდველი და მყიდველი. “პროდინვესტის” არსებითი მიზანია დამატებითი ღირებულების შექმნის უზრუნველყოფა რძის ბიზნესში.

“პროდინვესტი” დარწმუნებულია, რომ რძის ბიზნესი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არის რეგულარული და გამჭვირვალე ყველა მხარისთვის. შესაბამისად, “პროდინვესტი” ყოველთვის უზიარებს პარტნიორებს ბაზრების ცოდნას და ინფორმაციას, რომ საშუალება მისცეს მათ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

პროდუქტის
ცოდნა

“პროდინვესტის” სტრატეგიული უპირატესობაა მოქნილობის მაღალი დონე, რომელიც მიღწეულია მიწოდების წყაროების და გაყიდვის არხების მრავალფეროვნებით.

“პროდინვესტი” დიდ ძალისხმევას დებს რძის ინგრედიენტების საუკეთესო ხელმისაწვდომი წყაროების ასარჩევად სხვადასხვა კონტინენტებზე და დარწმუნებულია, რომ ხარისხის კონტროლის უმაღლესი დონის უზრუნველყოფა დიდ ღირებულებას სძენს ჩვენს მომხმარებლებს. ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობა, მომარაგების საიმედო წყაროებთან ერთად, საშუალებას აძლევს “პროდინვესტს” დააკმაყოფილოს მრავალფეროვანი მოთხოვნები რძის ინგრედიენტებზე.

მომსახურება

“პროდინვესტი” აწარმოებს რძის ინგრედიენტების დიდი რაოდენობის დისტრიბუციას და მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ამავე დროს, “პროდინვესტის” პოლიტიკა არ არის მხოლოდ ეფექტურ გამყიდველად და მყიდველად ყოფნა, არამედ სერვისების პროვაიდერის როლის შესრულება.

გარდა სტანდარტული ლოგისტიკური ფუნქციებისა, “პროდინვესტი” უზრუნველყოფს იმპორტ-ექსპორტის საბაჟო პროცედურების შესრულებას, საწყობების სხვადასხვა ვარიანტებს, დისტრიბუციას ყველა დონეზე და ზუსტად დროში (JIT). კომერციული თვალსაზრისით “პროდინვესტი” უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის საკონტრაქტო შესაძლებლობებს (მაგ. ღია წიგნის ხელშეკრულებებს, სპოტ კონტრაქტებს, საშუალო და გრძელვადიან ხელშეკრულებებს).